სხვა

23:00 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ, სამხრეთ კორეაში...

სამხრეთ კორეულ ჩანგვონში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი სროლის სახეობებში. 4 სექტემბერს ჩვენი ტყვიით მსროლელები ერთბაშად სამ დისციპლინაში გამოვლენ. ყველაზე ადრე, თბილისის დროით 14.00 საათზე (კორეასთან სხვაობა 5 საათია) ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებს 50-მეტრიან დისტანციაზე. 16.00 საათზე ნინო სალუქვაძე ჩაებმება პნევმატური პისტოლეტით ასპარეზობაში, 18.00-ზე კი ნინო ხუციბერიძე და აკაკი მოსულიშვილი ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმებიან.

0.132476