კალათბურთი

11:51 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: “იმედი მაქვს, სრული დატვირთვით ვარჯიშს მალე შევძლებ”

ესპანურმა “გიპუზკოა ბასკეტმა”, რომელმაც ბექა ბურჯანაძესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 24 წლის ქართველი მძიმე ფორვარდის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა გასული 2 სეზონი “მორაბანკ ანდორაში” გაატარა, ბოლო პერიოდი კი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა.
ბექა ბოლომდე მწყობრში ჯერაც არ გახლავთ, თუმცა, ინდივიდუალური მზადება უკვე დაიწყო და იმედი აქვს, რომ ახალ კლუბში თამაშს უახლოეს პერიოში დაიწყებს. ბურჯანაძემ პრეზენტაციისას შემდეგი კომენტარი გააკეთა:



“გასული წელი ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა. ტრავმიანობის პერიოდი გაიწელა და ყოველდღიური მუშაობა მიწევდა, რათა საქმე უკეთესობისკენ წასულიყო. იმედი მაქვს, რომ საერთო ჯგუფს მალე შევუერთდები და სრულფასოვან დატვირთვებზე გადავალ, მანამდე კი, ფიზიოთერაპევტებთან ვმუშაობ.
“გიპუზკოა ბასკეტში” გადმოვლა დიდი გამოწვევაა. ვგრძნობ, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია და ერთმანეთს ყველა გვერდში უდგას. მინდა, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და მომავალ წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო. ამისთვის, არაფერს დავიშურებ”.
ვთქვათ ისიც, რომ სან სებასტიანურ კლუბს პირველი წინასასეზონო მატჩი 8 სექტემბერს “ბრეოგანთან” ელის, 9-ში თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” ეთამაშება, 12-ში – “ფუენლაბრადას”, 15-ში – “სარაგოსას”, 20-ში – “სან პაბლო ბურგოსს”, ხოლო 23-ში – “რივალ პორ დეტერმინარს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11574