პსჟ-ს ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა "რენში" გადავიდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბენ არფა ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჰატემი პსჟ-ში 2016 წელს "ნიცადან" გადავიდა და ერთი სეზონი ითამაშა. 2017 წელს უნაი მერისთან კონფლიქტის შემდეგ ფრანგი სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა და სეზონი გამოტოვა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ბენ არფას პარიზელებთან ხელშეკრულება დაუმთავრდა.