საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსეს" შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში, "ვანკუვერთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში გოლი გაიტანა. ქართველმა ლეგიონერმა თავი მატჩის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.
ვაკო მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. "სან ხოსემ" კი მე-15 შეხვედრა წააგო და 20 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა. ქართველთა გუნდი მორიგ მატჩს შინ 16 სექტემბერს "კანზას სიტისთან" გამართავს.