ფეხბურთი

2:46 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა ისევ მოიგო, კრიშტიანუმ ისევ ვერ გაიტანა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ტურინის „იუვენტუსმა“. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პარმაში ჩავიდა, სადაც ელიტაში ახლახან დაბრუნებული და ერთობ მოტივირებული გუნდი ელოდა.

ძალიან გაუჭირდა „ბებერ ქალბატონს“, მაგრამ კლასის ხარჯზე მაინც მოიგო. ტურინელებმა მეტოქეს მისალმებაც არ დააცადეს, ანგარიში რომ გაიხსნა. მარიო მანჯუკიჩმა ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა. ეს იყო „იუვეს“ ყველაზე სწრაფი გოლი იტალიის ჩემპიონატში 2013 წლის ნოემბრის შემდეგ. მაშინ, ფერნანდო ლორენტემ „ნაპოლის“ გაუტანა მე-2 წუთზე. კარგად დაწყებული საქმე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ცუდად გააგრძელა.

„პარმამ“ ხელთიგდო სათამაშო უპირატესობა და ნელ-ნელა სახიფათო მომენტების შექმნას მოუხშირა. სტუმრები ვერაფერს უხერხებდნენ ჟერვინიოსაც, რომელიც „იუვენტუსის“ დაცვაში ქარიშხალივით დაქროდა და ანგარიშიც მან გაათანაბრა. იქამდე, სანამ გოლს გაიტანდა, ხუან კუადრადომ დაასწრო ბოლო მომენტში, ხოლო გოლის შემდეგ დი გაუდიოს ლამის საგოლედ უპასა და შჩესნიმ ივარგა. იყო სტულაცის ჯარიმაც, რომელიც ხარიხას მოხვდა. მოკლედ „იუვეს“ რთული ტაიმი ჰქონდა და წაგებული რომ არ შევიდა გასახდელში გარკვეულწილად იღბალსაც უნდა უამდლოდეს. აი, მეორე ნახევარში ჩემპიომა ვითარება გამოასწორა, მეტოქეს ხიფათს არ აქმნევინებდა და მალევე თვითონაც მეორედ დაწინაურდა. მანჯუკიჩმა ამჯერად საგოლე პასი გააკეთა, ხოლო გოლი ბლეზ მატუიდიმ შეაგდო. „იუვენტუსმაც“ 2:1 გაიმარჯვა. რონალდუმ ისევ უგოლო შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიელი ურიგოდ არ თამაშობს, გუნდს ეხმარება, მომენტებსაც ქმნის, მაგრამ არ უმართლებს. ამ მატჩშიც იყო 2-3 მომენტი, როდესაც შეეძლო კრიშტიანუს გატანა, მაგრამ ცოტა დააკლდა. ასეა თუ ისე, „იუვენტუსი“ სანაკრებო შეკრებაზე ქულათა მაქსიმუმით გადის. აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა მიჯრით სამი სეზონი მოახერხეს საწყის სამ ტურში მოგება და ასეთი ფაქტი კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

თუ „იუვე“ 9 ქულით ხვდება პაუზას, „ინტერმა“ პირველი გამარჯვება მიითვალა. ეს ბოლონიაში მოხდა, სადაც „ნერაძურის“ კაპიტნის, ტრავმირებულ მაურო იკარდის გარეშე მოუწია ფონს გასვლა და გავიდა კიდეც. სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა რაჯა ნაინგოლანს, რომელმაც გაიტანა კიდეც და თავისი გუნდის გამარჯვებას სათავე დაუდო. მერე იყო ანტონიო კანდრევასა და ივან პერიშიჩის გოლებიც. ეს ყველაფერი მეორე ტაიმში. ამრიგად, „ინტერმა“ დამაჯერებლად მოიგო და კრიტიკოსები დაადუმა. ფილიპო ინძაგის „ბოლონია“ კი რთულ დღეშია. „როსობლუს“ გოლიც არ გაუტანია ჯერ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ საწყის სამ ტურში გოლი ვერ გაეტანოს. მოკლედ, პიპოს შეგირდების გამოფხიზლება მართებს, თორემ მოუწევს ახალი სამსახურის ძებნა.

„ბოლონია“ – „ინტერი“ 0:3 (0:0) VIDEO

ბოლონია, „რენატო დალ არა“

მაყურებელი: 30 000

„ბოლონია“ (3-5-2): სკორუპსკი; დე მაიო (ორსოლინი 72), დანილო, ჰელანდერი; მატიელო, პოლი (ოკვონკვო 75), პულგარი, დზემაილი, დიკსი; სანტანდერი, ფალჩინელი (დესტრო 79)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (ვრსალკო 86), დე ვრეი, სკრინიარი, ასამოა; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; პოლიტანო, ნაინგოლანი (ვესინო 78), პერიშიჩი; კეიტა (კანდრევა 79)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ნაინგოლანი (66), 0:2 კანდრევა (82), 0:3 პერიშიჩი (85)

გაფრთხილება: დზემაილი (60) - გალიარდინი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 10 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო დი ბელი

„პარმა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1) VIDEO

პარმა, „ენიო ტარდინი“

მაყურებელი: 25 000

„პარმა“ (4-3-3): სეპე; იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო, გობი; რიგონი (დეიოლა 60), სტულაცი, ბარილა; ჟერვინიო (და კრუზი 61), ინგლეზე, დი გაუდიო (ჩერავოლო 80)

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (დიბალა 80), პიანიჩი (ემრე ჯანი 73), მატუიდი; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 55), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (2), 1:1 ჟერვინიო (33), 1:2 მატუიდი (58)

გაფრთხილება: რიგონი (45) - პიანიჩი (13), ბერნარდესკი (40), კუადრადო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (7) – 20 (10) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

თეგებისერია A
0.237367