ფეხბურთი

12:15 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაულისა და რონალდუს ნაკვალევზე

მადრიდის „რეალს“ ახალი შვიდი ნომერი ჰყავს - მარიანო დიასი. ესპანელი ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნების შემდეგ წარადგინეს და 7-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

როგორც ჩანს, „ლიონის“ ექსშემტევს შიში არ აქვს, რადგან „სამეფო კლუბში“ ეს ნომერი ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, ლეგენდარული რაული და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ 7 ნომრით ირჯებოდნენ მადრიდულ გრანდში.

აქვე გეტყვით, რომ „რეალმა“ მარიანოს სანაცვლოდ „ლიონს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა და სწორედ ის გამოდგა ფლორენტინო პერესის გუნდის ბოლო შენაძენი აწ უკვე გასულ ზაფხულს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099433