სევილიის „ბეტისმა“ პსჟ-ს ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო ინათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე მხარე ოფიციალურად ადასტურებს.
ტრანსფერის დეტალები გუნდებს არ გაუხმაურებიათ, თუმცა გავრცელებული ცნობით, იჯარის საფასური 2 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ესპანურ მხარეს არგენტინელის გამოსყიდვა ერთი წლის შემდეგ 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
22 წლის ჯოვანილო სელსომ გასულ სეზონში ლიგა 1-ს ეგიდით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.