ფეხბურთი

15:13 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომო სალაჰის რეაქცია სერხიო რამოსთან შეხვედრისას (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სერხიო რამოსი და მოჰამედ სალაჰი ერთმანეთს შეხვდნენ. თუმცა, ეს არ ყოფილა, თბილი და მეგობრული შეხვედრა. მეტიც, სალაჰი ესპანელ მცველს არც კი მიესალმა.

თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ რამოსმაც ძალიან მოინდომა ეს ყველაფერი. მონაკოში, როდესაც „რეალის“ კაპიტანს ჯილდო გადასცეს, სცენიდან თავის ადგილზე ბრუნდებოდა და ბედის ირონიით, მისი ადგილი ეგვიპტელის უკან იყო. სწორედ ამ დროს რამოსი სალაჰს მხარზე ეხება, მაგრამ „ლივერპულის“ შემტევს რეაქციაც არ ჰქონია.

ამ ყველაფერმა მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სალაჰი რამოსთან შეჯახებისას დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატსაც ცუდ ფორმაში შეხვდა. მაშინ ბევრმა თქვა, რომ ესპანელმა მომო განზრახ დააშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126405