ესპანურმა „ლეგანესმა“ ნიჭიერი უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი წარადგინა, რომელსაც ახალ გუნდში 99-ნომრიანი მაისურით თამაში სურდა, თუმცა ლა ლიგამ ამის საშუალება არ მისცა.
ესპანურ გუნდებში ფეხბურთელები მაისურის ნომრებს იღებენ 1-დან 25-მდე, ხოლო თუ რომელიმე მოთამაშე პარალელურად 23-წლამდე გუნდშიც ირიცხება, თანმიმდევრობით იღებენ სათამაშო ნომრებს 26-დან. შედეგად, ლუნინს 29 ნომერი ერგო.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი ლუნინი „რეალმა“ მიმდინარე ზაფხულს „ზორიადან“ 12 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა დიდი კონკურენციდან გამომდინარე „ლეგანესში“ გაანათხოვრა.