კოპა ლიბერტადორესის მერვედფინალში “რივერ პლეიტმა” “რასინგი” 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის მიწურულს კი მინდორზე სიტუაცია დაიძაბა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
მოვლენის ეპიცენტრში “რივერის” ნახევარმცველი ენცო პერესი და “რასინგის” ფეხბურთელი რიკარდო სენტურიონი იყვნენ. საბოლოოდ, მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
აღნიშნული მატჩი კი “რივერმა” პრატოს, პალასიოსისა და ბორეს გოლებით მოიგო.