თამაშგარე

13:57 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთზე გადარეული ფლორენცების ოჯახის ამბავი

იტალიური “რომასა“ და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ნიჭიერი ნახევარმცველი, ალესანდრო ფლორენცი როგორც ჩვენში იტყვიან, ოჯახზე გადაყოლილი კაცია და თავისი მეუღლის გარდა, როგორც ჭეშმარიტ იტალიელს შეჰფერის, საკუთარ ე.წ. დიდ ოჯახსაც მუდმივად უდგას გვერდში. ბებია კი მაინც განსაკუთრებულად ყვარებია.

რომაული კლუბის ქომაგებს რახანია აღარ უკვირთ როდესაც “ოლიმპიკოს“ მრავლისნახველ ტრიბუნებზე ფლორენცის მთელს ჯალაბობას ხედავენ ხოლმე. განსაკუთრებით, ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ბებია აქტიურობს, რომელიც შვილიშვილის და “რომას“ ისეთი გულმხურვალე ქომაგია - ბევრ ტიფოზს რომ ჩამოიტოვებს უკან.

ფეხბურთის სიყვარულში და ქმრის ქომაგობაში, არც ფლორენცის მეუღლეა ჯაბანი. ალესანდროს იმედი აქვს რომ დალოცვილი “კალჩიო“ მის ორ შვილსაც ძალიან ეყვარება და ასე გაგრძელდება ფლორენცების საოჯახო ტრადიცია, რომელიც როგორც ჩანს დიდი ხანია ფესვგაუხმობლად არსებობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137902