საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მორიგ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. "სან ხოსემ" დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "დალასი" მიიღო და 4:3 დაამარცხა. ვაკომ გოლები მე-15 და 42-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე კრის ვონდოლოვსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამერიკელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
MLS-ის მიმდინარე სეზონში ვაკომ მეორე დუბლი შეასრულა და პირველად ორი გოლი ასევე "დალასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში გაიტანა. 27 შეხვედრაში ყაზაიშვილის ანგარიშზე რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. განვლილ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ.
"სან ხოსემ" მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ლეგიონერების გუნდი სტუმრად "ვანკუვერთან" 2 სექტემბერს ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაკოს კარგი ფირმა გასახარია, აი კაშიაზე აშკარად იმოქმედა მის გარშემო ატეხილმა ისტერიამ, იმედია მალე დაძლევს სტრესს.
მოკლედ,როგორც ჩანს კაშიას თამაშზე მაინც აისახა ბოლოდროინდელი მოვლენები და ჩემი აზრით ეს პრობლემაა დაცვის ხაზში,ასევე პრობლემაა დაცვის მარცხენა ფლანგი სადაც ნავალა უნდა დადგეს,ტიპს მინსკის დინამოში,რომელიც 4-0 იგებს სახლში და მერე 1-8 აგებს ზამენაზე ათამაშებენ,აშკარად ვეღარაა ისეთი ლაღი როგორც ადრე.მეც ვემხრობი ან სამ ცენტრალურ მცველს ან ვინმე მაგ პოზიციაზე. ტაბიძე მაგალითად .
ლიდერიშე
)
კაშია არ არის საიმედო მცველები. მინიმუმ, ფორმაში არაა. წინა თამაშებშიც ბევრ შეცდომებს უშვებდა. მგონი ჯობია ხოჭოლავა დადგეს ყაზახეთთან. და მარცხნივ ნავალოვსკის ნაცვლად ტაბიძე.
) მის უკან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე. ცენტრი: კანკავა-გვილია-კვეკვესკირი 
კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-ტაბიძე.
რადგან თავდამსხმელები არ არიან ფორმაშI, "ცრუ-ფორვარდად" ვაკო
ცრუ ფორვარდით თამაშს ესე სხოდუ შეძლებს საქართველო
? მაგას ვარჯიში არ უნდა ?

ცრუ ფორვარდით თუ ვითამაშეთ,ეგ თეორიაში,მაშინ საბა ლობაჟანიძე და პაპუნაშვილი გაცილებით უკეთ ითამაშებენ თავისუფალ ზონებში
ვარჯიში და დამუშავება ყველა ტაქტიკურ სქემას უნდა
ვაკოს უთამაშია ცრუ ფორვარდად. ვიტესშიც და საქართველოს ნაკრებშიც.
ვაკოს შეიძლება უთამაშია,მაგრამ სხვა ფეხბურთელები? მერე მაგ სქემისთვის საჭირო ნახევარმცველები გვყავს?
თან ფორვარდის პოზიციაზე მაინც ვერ მოძრაობს ყაზაიშვილი საკმარისად კარგად
ძალიან მაგრა ითამაშა ვაკომ მთელი თამაში აქტიურობდა პასებსაც კარგად ანაწილებდა მოკლეედ მოედანზე საუკეთესო იყო აი კაშია კი რაღაცა ვერაა თავის მატორზე ძალიან ბევრ შეხცდომებს უშვებს პირველ რიგში პოზიციურს და ორთაბრძოლებშიც ვერ გამოიყურება მთლად კარგად
ბრავო გურამ მეორე გოლზე არჩაუწვა იმნაირად რისი პრიზიც მისცეს

ჩემი აზრით შუახაზში კანკავა-გვილია-კიტეიშვილმა უნდა იმოქმედონ. ათიანზე ჩაკვეტაძე უნდა გამწესდეს და თავდასხმაში ყაზაიშვილ-ქვილითაიას დუეტი.
ფლანგები შეიძლება ჩაგვივარდეს ამ შემთხვევაში
არ ჩაგვივარდება, თუ ნავალოვსკი ნამეტანი არ გაილაღებს შეტევაში. ვაკოც და ჩაკვეტაძეც სიღრმიდან თამაშობენ ხშირად, თან ძირითადად მარცხნიდან უტევენ ხოლმე და ნავალოვსკის ცოდვილობას ნაღდად ეგ მირჩევნია.
აი ოთარამ კი უნდა იპახაოს დაცვაშიც და შეტევაშიც. მგონი შეძლებს.
ხო მაგრამ,ყაზაიშვილი არ თამაშობს დაცვაში.ნავალოვსკის ზონაში კიდე კიტეიშვილს მოუწევს ბევრი დაზღვევა,ისევე როგორც გვილიას მოუწევს კაკაბაძის დაზღვევა.ეს ყველაფერი ითხოვს ძალიან დიდ ფიზიკურ ძალისხმევას.კიდევ კანკავას პოზიცია ხდება ეგეთ დროს სახიფათო,ართმევაზე კარგია,მაგრამ პრესინგის ქვეშ კანკავას შეცდომები ემართება.
პროსტო არამგონია კიტეიშვილი და გვილია მიჩვეულნი იყვნენ ბოქს-თუ-ბოქსის როლის შესრულებას
ობიექტურად მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა კაშიამ, თითქმის ყველა გოლი, მისი შეცდომების ხარჯზე გავიდა, ალბათ მართლა იმოქმედა აგორებულმა ისტერიამ. იმედია ვაისი ნახავს ბოლო თამაშს და ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს. მეც ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ხოჭოლავას ვარიანტი შეიძლება უფრო ჯობდეს, ან სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ ყაზახეთში: კაშია, კვირკველია და ხოჭოლავა
მაგას ვიძახი მეც. სამი მცველი,---კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია. --კაკაბაძე, გვილია,კანკავა, კიტეიშვილი ---ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი ---ქვილითაია(მჭედლიძე). ამაზე უკეთესს ვერ დააყენებს.
ისედაც არაა ძნელი მისახვედრი, რომ თანდათან კვირკველია-ხოჭოლავას დუეტზე უნდა გადავიდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდების ძირითადში არიან ორივე.
ხოჭოლავა და კვირკველია დაცვაში კარგები კი არიან,მაგრამ პირველი პასი არ უვარგათ და ეგ პრობლემად შეიძლება გაგვიხდეს.
ჰოლანდიაში აიაქსი და ამერიკაში დალასი.
ვაკო კარგია! კაშიას მაგივრად დადგეს ხოჭოლავა რა, 3 გოლს უშვებს ტიპი თან რამხელა წნეხია მასზე. აშკარად შახტარის პრაქტიკა ჯობია ამ გაურკვეველ ლიგას
(ვაკოსთვის კარგია კი ყავს ამოპროჭIლი გუნდები
)
დდდდდდ))))))))))))დაცვას თამაშობენ სასწაულს გაუვალი კედელი აქვთ გუნდებს
გენაცვალე ვაკო! ვიხოდებით რა, შეტევის ხაზში პაპუნაშვილს სჭირდება მეტი პრაქტიკა, რომ ტონუსში იყოს და გადასარევად იქნება ყველაფერი.
მგონი უკვალოდ არ ჩაუვლია კაშიაზე ამ ისტერიას და არც არის გასაკვირი ((
ბრავო ძალიან მაგარია ბრავო ვაკო ბრავო გურამ წარმატებები როგორც გუნდში ისე ნაკრებში.
ვაკოს ფორმაშიყოფნა კარგია.გაურჭობს ყაზახებს უეჭველი
სამივე გოლისას დაუშვა კაშიამ შეცდომა
კაროჩე დალასი მაგრად დაიბრიყვა
კაშიას რაც შეეხება მისი საქციელის გამო არ ვამბობ მაგრამ სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც მიმაჩნია რომ ხოჭოლავა უკვე ბევრად ჯობია.
+1
მშვენიერია აშკარად ფიზიკურადაც ხოდზეა
დაასახელებენ კიდე საუკეთესოდ! . )
ძირითადში ხოჭოლავა უნდა იდგეს,რდგან ესე თუ ითამაშა კაშიამ,ჩვენ ყველა მოგვიგებს