დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობის პირველი წრე იოლად დასძლია. როჯერმა იაპონელი იოშიტო ნიშიკოა 6:2, 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. შვეიცარიელმა 15 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნიშიკოამ 9-დან ერთი.
მატჩისშემდეგ როჯერმა მცირე კომენტარი გააკეთა:
„დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. დავბრუნდი ნიუ იორკის კორტებს და ჩმთვის ბედნიერებაა. რაც მთავარია თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ“- განაცხადა ფდერერმა.
მომდევნო ეტაპზე როჯერის მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი 6:0-ს იგებს.