36 წლის ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი ამერიკის ღია პირველობის 1/64-ფინალში რაფაელ ნადალთან 4:6, 4:3 მარცხდებოდა, რა დროსაც ფერერმა ფეხის ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.
სეზონის დასაწყისში დავიდმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო საჩოგბურთო წელი იყო და რადგან დიდი სლემის ბოლო ტურნირი US OPEN-ია ისე გამოვიდა, რომ ესპანელმა თავის ბოლო შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაამთავრა.
დავიდ ფერერმა კარიერაში ATP-ის 27 ტიტული მოიპოვა. 2013 წელს რეიტინგში საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. ფერერმა 2013 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ითამაშა, სადაც ნადალთან დამარცხდა.