ესპანურმა “ვალენსიამ” საწადელს მაინც მიაღწია და ფრანგული “პარი სენ ჟერმენიდან” გონსალო გედეში გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანურმა გუნდმა გედეშის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღო, რასაც პრემიის სახით 10 მილიონიც დაემატება.
21 წლის პორტუგალიელი პსჟ-მ 2017 წლის იანვარში “ბენფიკადან” 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო გასული სეზონი იჯარით სწორედ “ვალენსიაში” გაატარა. “მესტალიაზე” 33 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.