დანიის სუპერლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით შეხვედრაში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" სტუმრად "ოლბორგი" 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და არც შეუცვლიათ.
ერთადერტი გოლი 57-ე წუთზე ჯონი კაუკომ თავური დარტყმით გაიტანა, ხოლო საგოლე პასი პარუნაშვილის აქტივშია. ლაშამ თავად წამოიწყო საგოლე კომბინაცია, თანაგუნდელთან გაითამაშა ბურთი და ბოლოს საჯარიმოში გამოზომილად ჩააწოდა. კარგია, რომ მიმდინარე სეზონს დანიის სუპერლიგაში პარუნაშვილი მუდმივად და რაც მთავარია, დამაჯერებლად თამაშობს.
"ესბიერგს" კი, 7 ტურის შემდეგ 11 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.