ლეგენდარულმა კალათბურთელმა მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, 41 წლის კალათბურთელმა საკუთარ ტვიტერის საშუალებით გვამცნო.
“დღეს, მე ვაცხადებ, რომ საკალათბურთო კარიერას ვასრულებ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას (ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, ფანებს), ვინც ამ 23 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ. ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა. უფრო მაგარი, ვიდრე ამას ყველაზე გიჟურ ოცნებაში წარმოვიდგენდი”, - განაცხადა არგენტინელმა.
მანუ 1995-1996 წლებში “ანდინო სპორტ კლუბში” თამაშობდა, 1996-1998 წლებში “ესტუდიანტეს დე ბაია ბლანკასთვის” ირჯებოდა, 1998-2000 წლებში “ვიოლა რეჯიო კალაბრიაში” ასპარეზობდა, ხოლო 2000-2002 წლებში “ბოლონიაში” ირიცხებოდა.
ჯინობილი 2002 წელს NBA-ში გადავიდა და 16 სეზონის განმავლობასი “სან ანტონიო სპურსში” თამაშობდა. ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული ოთხჯერ (2003, 2005, 2007, 2014) გახდა. მან “სპურსის” რიგებში 1057 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.3 ქულას აგროვებდა.