ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფიქრობს, რომ ახლა უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე 5 წლის წინ. პსჟ-ს კარის დარაჯის განცხადებით, ამას ვარჯიშის მეთოდების შეცვლის შედეგად მიაღწია.
„იტალიაში გატარებული 40 წლის შემდეგ ადვილი არ იყო ცოხვრების შეცვლა. თუმცა, მე მომწონს სირთულეებთან შეჭიდება და მათი გადალახვა. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 35 წლის ასაკში. შესაძლოა, ეს შეუძლებელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ უფრო კარგ კოდიციებში ვარ, ვიდრე 5-6 წლის წინ. მაგრამ, ეს შესაძლებელიცაა, რადგან მე შევიცვალე მუშაობის მეთოდები. ვფიქრობ, ჩემს ასაკში ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაციაა.
არეოლა და ტრაპი? - კარგი ურთიერთობა მაქვს ორივესთან. გუნდში პატივისცემა მნიშვნელოვანია და ერთი მეორესთვის სტიმული უნდა იყოს. პსჟ სეზონში 60-მდე შეხვედრას ატარებს, ამიტომ, ლოგიკურია, რომ სამი მაღალი დონის მეკარე ჰყავს და ძირითადი შემადგენლობა გარანტირებული არცერთს აქვს“, - განუცხადა ბუფონმა France Football-ს.
შეგახსენებთ, ბუფონმა „იუვენტუსი“ დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, რომლის რიგებში დღემდე სამი შეხვედრა (ორი ლიგა 1-ში, ერთი საფრანგეთის სუპერთასზე) ჩაატარა.