გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ნაკრებიდან მესუტ ოზილის წასვლას და მის მიზეზებს გამოეხმაურა.
„ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია მაქვს, ყველას აქვს პირადი აზრი თურქეთის პრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ ოზილი ამბობს, რომ მასზე დისკრიმინაციული ფაქტები ხდებოდა, მაშინ რეაგირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ მესუტ ოზილი, რომელიც წარმოშობით თურქია და ამჟამად ლონდონის „არსენალში“ თამაშობს, გერმანიის ნაკრებიდან წავიდა. ამის მიზეზად მან გერმანულ ფეხბურთში არსებული რასიზმი და უპატივცემულობა დაასახელა. ნახევარმცველი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მუქარის შემცველი წერილები მიიღო.