სხვა

15:57 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძე უმედლოდ დარჩა, ყაველაშვილმა ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა

პორტუგალიის ქალაქ მონტემორში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ბაიდარსა და კანოეში ბადრი ყაველაშვილმა და ზაზა ნადირაძემ უმედლოდ დაასრულეს.

200 მეტრიან დისტანციაში ბაიდარით მოასპარეზე ბადრიმ გაცურვა მე-9 ხაზიდან დაიწყო და 9 ფინალისტს შორის ბოლო აღმოჩნდა. პირველი ფინიშის ხაზთან ესპანელი კარლოს კაროტე მივიდა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვერცხლი კი წილად არტურას სეკას ხვდა.

ამავე დისტანციაში მსოფლიოს ჩემპიონატი კანოეში, ქართველმა ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა. ნადირაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე მცირედი დააკლდა. მცხეთელ ნიჩბოსანს საპრიზო ადგილი ჰენრიკას ზასტაუტასმა არ აცალა. ოქროს მედალს 28 წლის ბელორუსი არტსენ კოზირი დაეუფლა, ვერცხლი კი რუსმა ივან შტილმა დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116373