სხვა

13:26 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა (+VIDEO)

პორტუგალიის ქალაქ მონტემორში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბაიდარით მოასპარეზე ქართველმა ბადრი ყაველაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა.

200 მეტრიან დისტანციაში ბადრიმ კარგი შედეგი აჩვენა და გაცურვა მესამე პოზიციაზე დაასრულა. პირველი ფინიშის ხაზთან ესპანელი კარლოს კაროტე აღმოჩნდა, მეორეობა კი იტალიელმა მანფრედი რიზამ ირგუნა. რომ არა ფინიშის სიახლოვეს მცირე ხარვეზი ქართველი ნიჩბოსანი მეორე პოზიციასაც უმიზნებდა, თუმცა ფინალში გასასვლელად მას ნაჩვენები შედეგიც ეყო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბაიდარში დღეს თბილისის დროით 15:18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11497