სხვა

19:16 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კანოე - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

პორტუგალიის ქალაქ მონტემორში კანოე-კაიაკიში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ზაზა ნადირაძემ ფინალში გასვლა მოახერხა.

200 მეტრიან დისტანციაში ნადირაძემ სტარტი მეხუთე ბილიკზე აიღო და გაცურვა მეორე ადგილზე დაასრულა. ფინიშის ხაზთან პირველი რუსი ნიჩბოსანი ივან შტილმა მივიდა, სამეული კი შტეფან კირაიმ შეავსო.

პორტუგალიაში წარმატებულად ასპარეზობს ბადრი ყაველაშვილიც, რომელმაც კაიაკით 200 მეტრიანი დისტანციის კატეგორიის მეოთხედფინალში გამოსვლა პირველ ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127584