ჩოგბურთი

14:26 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეკატერინე გორგოძემ ეჟენი ბუშარის ბარიერი ვერ გადალახა

ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასპარეზობა დაასრულა. ქალთა ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში 26 წლის ქართველი კანადელი ეჟენი ბუშარის დამარცხება ვერ მოახერხა.

შეხვედრა საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. ჩრდილოამერიკელმა გორგოზე იოლად 2 სეტში - 6:1, 6:2 დაამარცხა.

პირველი სეტის სტარტზე გაცვლილი ბრეიკების შემდგომ გორგოძეს თამაში ძალიან ცუდად წაუვიდა და 12 გეიმში ბუშარმა 10ის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121803