ფეხბურთი

1:42 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქიმაძე: "ვეცდებით, საპასუხო თამაშში ყველაფერი გამოვასწოროთ"

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელმა გიორგი ქიმაძემ “ლუდოგორეცთან” (0:1) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ქიმაძის განცხადებით, ბოლო წუთზე დასანანი გოლი გაუშვეს, თუმცა საპასუხო თამაშის წინ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

“სამწუხარო და დასანანი გოლი გავუშვით პირველი ტაიმის ბოლო წამებზე. ეს გოლი რომ არ გაგვეშვა, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. წავაგეთ და ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ საპასუხო თამაშში. რ ათქმა უნდა, ფიზიკური მომზადებაც მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო. რაც ევროტურნირებზე ვთამაშობთ, თითქმის სულ გზაში ვართ და ალბათ დაღლილობამაც იქონია გავლენა შედეგზე.

სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული და ეს რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაცია იყო. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ყველა თამაშს ასეთ ატმოსფეროში. 0:1 არაა ისეთი ანგარიში, რომ შანსი არ გვქონდეს. მთავარია იქ მოვიგოთ, ვფიქრობ, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს”, - განაცხადა ქიმაძემ.

ქუთაისის “ტორპედოსა” და “ლუდოგორეცის” საპასუხო შეხვედრა 30 აგვისტოს, ბულგარეთში გაიმართება.

0.127159