ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუს ჰიდინკმა შესაძლოა კოლუმბიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. აღნიშნული ინფორმაცია Sport.es-მა გაავრცელა. კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ხოსე პეკერმანმა დატოვა, რომელიც არგენტინის ეროვნული გუნდის თავკაცად მოიაზრება.
ჰიდინკს აქამდე ჰოლანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, რუსეთის, თურქეთის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა. საკლუბო დონეზე გუსი რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, ბოლოს კი ლონდონის "ჩელსის" ედგა სათავეში.