ესპანეთის ლა ლიგის კლუბების კაპიტნები მატჩების აშშ-ში ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან. ლეო მესი, სერხიო რამოსი და სხვები უახლოეს ხანებში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ, რომელშიც საუბარი იქნება იმ უარყოფით თვისებებზე, რომელიც აშშ-სა და კანადაში ლა ლიგის შეხვედრების ჩატარებას ექნება.
აღნიშნულ საკითხზე ოცივე გუნდის კაპიტანი ერთ აზრზეა: „ატლეტიკო“, „ვალენსია“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ხეტაფე“, „ალავესი“, „სოსიედადი“, „სელტა“, „ჟირონა“, „ვალიადოლიდი“, „ეიბარი“, „ლეგანესი“, „ვილიარეალი“, „რაიო ვალეკანო“, „ბეტისი“, „უესკა“, „ბილბაო“, „ლევანტე“, „სევილია“, „ესპანიოლი“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლა ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეზონში რამდენიმე თამაში ესპანეთს მიღმა, კერძოდ, აშშ-სა და კანადაში ჩაატაროს.