“ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი კენეტ ფარიდი პოლიციამ კანაფის შენახვისთვის დააკავა. NBA-ს კალათბურთელი მანქანაში გაჩხრიკეს, რომელიც მეგობრის საკუთრება აღმოჩნდა.
28 წლის ამერიკელ კალათბურთელს ორი უნცია აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და განყიფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს, თუმცა იქიდან მალევე 500 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვეს.