ედინსონ კავანი გამოჯანრმთელდა. L’Equipe-ც ცნობით, ურუგვაელმა თავდამსხმელმა პსჟ-ში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეს იყო კავანის პირველი სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.
მოგეხსენებათ, ედინსონმა ტრავმა მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიასთან (2:1) მოგებულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც მან დუბლი გაიფორმა.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ სამხრეთ ამერიკელი 25 აგვისტოს, „ანჟერთან“ მატჩში. კავანიმ გასულ სეზონში 48 თამაში ჩაატარა და 40 გოლის გატანა მოახერხა.