იტალიელი ქალბატონებისათვის ტრადიციულად ყველაზე გულმისავალი და საყვარელი მილანური ორი კლუბი - “ინტერნაციონალე“ და “მილანი“ იყვნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მილანურმა გუნდებმა ბოლო წლებში წარმატებებს გვერდი უქციეს, იტალიელ ასულთა საყვარელ კლუბად სამხრეთული “ნაპოლი“ იქცა.
როგორც აპენინის ბულვარული მედია იუწყება, ბოლო წლებში მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მასშტაბით ტურინის “იუვენტუსი“ პირველობას არავის უთმობს ამ ქვეყნის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალბატონები საქომაგოდ მაინც ნეაპოლურ კლუბს ირჩევენ და თუ რამ განაპირობა ზღვისპირელების ასეთი მოდურობა - ბევრისთვის დღემდე გამოცანად რჩება.
ნეაპოლის უზარმაზარ სტადიონ “სან პაოლოზე“ “ნაპოლის“ საქომაგოდ ლამაზმანები არამხოლოდ კამპანიის რეგიონიდან, თურმე მთელი იტალიიდან ჩადიან და არაფერი სჯობს ამ გოგონათა ცქერას, როდესაც მათი საყვარელი კლუბი იმარჯვებს. მოდი ახლა და გაიგე მოდურობის მიზეზები და სათავეები...