ფეხბურთი

12:05 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე "ატლეტიკოში" პირველია

ესპანეთში 2018-2019 წლების სეზონი განახლდა და ლა ლიგაში ბინადარმა კლუბებმა პირველი თამაში უკვე ჩაატარეს. აღნიშნულ ტურში “ატლეტიკო” “ვალენსიას” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ეს შეხვედრა გამორჩეული იყო დიეგო სიმეონესათვის, რომელმაც მადრიდულ კლუბთან ერთად მე-8 სეზონი განაახლა. “როხიბლანკოს” მწვრთნელებს შორის კი ეს რეკორდული მაჩვენებელია.

არგენტინელმა სპეციალისტმა “როხიბლანკო” 2011 წელს ჩაიბარა და მასთან ერთად 2013-2014 წლების სეზონში მოიგო ლა ლიგა, 2012-2013 – კოპა დელ რეი, 2014 ესპანეთის სუპერთასი, 2011-2012, 2017-2018 – ევროპა ლიგა, 2012, 2018 წლებში გახდა ევროპის სუპერთასის მფლობელი. ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2013-2014, 2015-2016 წლებში, თუმცა ორივე შემთხვევაში ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს: 3-ჯერ გახდა ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი 2012-2013, 2013-2014, 2015-2016 წლებში. მთავარი აღიარება კი 2011-2012 წლების სეზონის შემდგომ მიიღო, როდესაც ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მანამდე აღნიშნული რეკორდი რიკარდო ზამორას ეკუთვნოდა, რომელიც “ატლეტიკოს” 1939-1946 წლებში წვრთნიდა.

0.113213