უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში “ვორსკლამ” “მარიუპოლი” 2:1 დაამარცხა. ამაში თავისი წვლილი შეიტანა სანდრო კობახიძემ, რომელიც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველი “ვორსკლას” შეტევებში აქტიური გახლდათ და 88-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა. სწორედ მისი ფლანგური გადაცემის შემდეგ პავლო პოლეგენკომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 2:1.
სანდრომ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ანდრო გიორგაძა განაცხადში არ ყოფილა. პოლტაველებს 5 ტურის თავზე 6 ქულით მეშვიდე ადგილი უკავიათ.
იქვე, უკრაინაში, "ზორია" დონეცკის "ოლიმპიკს" უგოლოდ დაუზავდა. ლუგანსკელთა კარს 90 წუთის განმავლობაში იცავდა ზაურ მახარაძე, ხოლო ლევან არველაძე თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო. "ზორიას" 8 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.