ფეხბურთი

1:28 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე სილვა ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

"სევილიაში" საოცნებო დებიუტი ჰქონდა ანდრე სილვას. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა და "რაიო ვალეკანოსთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა. 22 წლის შემტევი ლა ლიგის ისტორიაშიც შევიდა.

საქმე ისაა, რომ ანდრე სილვა XXI საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, სილვა "სევილიამ" ერთი კვირის წინ "მილანიდან" ინათხოვრა. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში "როსონერის" რიგებში სერია A-ს ეგიდით 24 თამაში (923 წუთი) ჩაატარა და ოდენ 2 გოლი გაიტანა. ანდალუზიაში კი უკვე 1 თამაშში (90 წუთი) აქვს სამი გოლი გატანილი...

0.11481