დანიის სუპერლიგის მეექვსე ტურში "რანდერსმა" "ჰობრო" ადვილად, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა ჩვენებურმა საბა ლობჟანიძემ შეძლო, რომელმაც 67-ე წუთზე თავური დარტყმი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველმა შემტევმა ამ შეხვედრში შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა 2018-2019 წლების სეზონში. "რანდერსი" კი 6 ტურში მოპოვებული 9 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.