მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ არ სურს ფილიპე ლუისმა კლუბი დატოვოს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველი "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ახლოსაა.
"ლუისმა იცის, რომ გუნდში ძალიან უყვართ და იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ფეხბურთელები, რომლებიც "ატლეტიკოსთვის" ბევრს აკეთებენ, ყოველთვის უნდათ რაღაც ახალი. ნათელია, რომ არ მინდა ფილიპემ კლუბი დატოვოს." - ციტირებს Marca არგენტინელის სიტყვებს.
ლუისი "ატლეტიკოში" 2010 წელს "დეპორტივოდან" გადავიდა და ოთხი სეზონი ამ გუნდის რიგებში იასპარეზა. შემდეგ ერთი სათამაშო წელი "ჩელსიში" გაატარა და მადრიდულ კლუბში დაბრუნდა. ჯამში ფილიპემ "როხიბლანკოსის" მაისურით 301 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა.