ფეხბურთი

12:52 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გონალონი "სევილიაში" ითამაშებს

"რომას" ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "სევილიაში" გაატარებს. როგორც Sky Sport Italia იუწყება, კლუბები უკვე შეთანხმდნენ და ანდალუსიელებს მომავალ წელს ფეხბურთელის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

საყრდენი ნახევარმცველი "რომას" "ლიონიდან" გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. 2017/18 წლების სეზონში გონალონმა 23 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მაქსიმის სატრანსფერო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

0.104482