ფეხბურთი

17:15 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" - "კუკეშის" მატჩთან დაკავშირებით პირველი არხის განცხადება

ქუთაისის "ტორპედოსა" და ალბანური "კუკეშის" შეხვედრა ქართულ ტელესივრცეში არ გადაიცემა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისის „ტორპედო“-ალბანეთის „კუკეში“ მატჩებთან დაკავშირებით, პირველი არხი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლიცენზიის გაცვლის შესახებ.

სამწუხაროდ, ალბანურმა კლუბმა ტრანსლაციის უფლებები გერმანულ სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდა.

ალბანეთის მაუწყებლის დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩების გაცვლა არ მოხერხდა, რადგან კლუბმა თავად აწარმოა მოლაპარაკება შუამავალ კომპანიასთან. თუმცა, 2018 წლის 9 აგვისტოს, მაუწყებელმა გადაიღო თამაში და უჩვენა ქართველ გულშემატკივარს, უფრო მეტიც, ორგანიზაციამ სიგნალი უსასყიდლოდ მიაწოდა ქუთაისის „ტორპედოს“. კლუბმა სიგნალი გადასცა (მიჰყიდა) შუამავალ კომპანიას, რომელიც დღეს პირველი არხისგან ამ გუნდების განმეორებითი მატჩის ჩვენებისთვის თანხას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რეგულაციებს.

განმარტებისთვის, არსებული წესის მიხედვით, პირველი არხი ნებისმიერ ლიცენზიას იძენს მხოლოდ უშუალოდ მფლობელისგან და არა შუამავალი (გადამყიდველი) კომპანიისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსა" და "კუკეშის" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.117402