ფეხბურთი

17:16 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "სევილიამ" ანდრე სილვა დაიმატა

ესპანურმა “სევილიამ” პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა გაიფორმა. როგორც ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი “სანჩეს პისხუანზე” დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს.

სილვამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და “სევილიაში” 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ბედნიერი ვარ. პირველი შთაბეჭდილებები შესანიშნავია და ერთი სული მაქვს, რომ ლა ლიგა დაიწყოს", - განაცხადა პორტუგალიელმა შემტევმა.

ანდრე სილვამ გასული სეზონი “მილანში” გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მისგან ბევრს მოელოდნენ, ჩვეულად ვერ ითამაშა. “როსონერის” 40 შეხვედრაში მხოლოდ 10 გოლით შეეწია და იტალია უკვალოდ დატოვა.

0.115178