საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” დანიის ნაკრებისა და “ტოტენჰემის” ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს ეპატიჟება. Daily Express-ის ცნობით, ფრანგული გუნდის ბოლო სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სწორედ 26 წლის დანიელი იქნება.
პსჟ მზადაა “ტოტენჰემს” 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს და ფეხბურთელი თავისთან გადაიბიროს. პირადი ხელშერკულების დეტალები კი ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
ერიკსენმა მიმდინარე სეზონში 1 მატჩი ჩაატარა. საინტერესოა, რომ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ უყიდია.