“ატლეტიკო” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი კევინ გამეირო კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
31 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის ზუსტი დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. “როხიბლანკო” ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს მიიღებს.
გამეირო “ატლეტიკოში” 2016 წელს “სევილიადან” გადავიდა და 83 მატჩში 27 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. კევინს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 13-ჯერ უთამაშია და 3 გოლი აქვს გატანილი.