ტორონტოს მასტერსის ფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი 19 წლის სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში ციციპასმა კევინ ანდერსონი უმძიმეს ბრძოლაში 6:7, 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ციციპასი კარიერაში მასტერსის ფინალში პირველად გავიდა.
რაფაელ ნადალმა რუს კარენ ხაჩანოვს 7:6, 6:4 აჯობა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკი რაფამ 7:3 მოიგო. მეორე პარტიაში 1:1-ზე ესპანელმა ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ნადალი ციციპასის ფინალური შეხვედრა 13 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ბერძენს 1:0-ს უგებს.