პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელი ანდრე სილვა მომდევნო სეზონს იჯარის წესით "სევილიაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ანდალუსიელებმა შემდეგ წელს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.
სილვა "მილანმა" 2017 წელს "პორტუდან" 38 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში "როსონერის" მაისურით ანდრემ 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 18 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 10 გოლი გაიტანა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.