ჩოგბურთი

11:45 | 11.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორონტოში ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ტორონტოს მასტერსის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი კარენ ხაჩანოვს შეხვდება, სტეფანოს ციციპასი კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება.

ნადალმა 1/4-ფინალში მარინ ჩილიჩი მძიმე ბრძოლაში 2:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ ნადალმა თამაში დაალაგა და ხორვატს შანსი არ დაუტოვა.

საინტერესო 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართა ალექსანდრ ზვერესა და სტეფანოს ციციპასს შორის. პირველი სეტი ზვერევმა 6:3 მოიგო და მეორე სეტს 4:1-ს იგებდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. თუმცა სტეფანოსმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ორი მატჩ-პოინტიც გადაარჩინდა და 13:11 იმარჯვა. მესამე გადამწყვეტ პარტიაში ზვერევი ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც მოახერხა ციციპასმა ყველაფრის შემობრუნება და კარიერაში მასტერსის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114397