ფეხბურთი

20:25 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ბატშუაი ამჯერად "ვალენსიაში" გაანათხოვრა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი მიში ბატშუაი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ღამურების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბატშუაიმ გასული სეზონის ნახევარი ასევე იჯარის წესით "დორტმუნდში" გაატარა, სადაც 14 მატჩში ცხრა გოლის გატანა შეძლო. მიშის "ჩელსიში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა და როგორც გაირკვა არც მაურიციო სარის გეგმებში შედის ბელგიელი თავდამსხმელი.

მიში "ჩელსიმ" 2016 წელს "მარსელიდან" 39 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ბატშუაიმ "არისტოკრატების" მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

0.112945