ფეხბურთი

19:30 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

როინ კვასხვაძე: "არამარტო ქუთაისის, არამედ საქართველოს სახელი უნდა დავიცვათ"

ქუთაიასის “ტორპედოს” კაპიტანმა როინ კვასხვაძემ “კუკეშთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. კვასხვაძის განცხადებით, გუნდი მზადაა ხვალიდენლი შეხვედრისთვის და ისინი არამარტო ქუთაისის, არამედ საქართველოს სახელის დაცვას შეეცდებიან.

“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. გვესმის, რომ ეს არამარტო ქუთაისის, არამედ საქართველოს სახელი იქნება და ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. ბიჭები ფსიქოლოგიურად მზად არიან და ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ნელ-ნელა რწმენაც მოდის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ, რადგან საკუთარი თავის რწმენაც უფრო მეტად გვექნება”, - განაცხადა კვასხვაძემ.

“ტორპედოსა” და “კუკეშის” შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114722