7 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. ქუთაისელები მესამე ჯგუფში პოლონურ „გორნიკთან“, ბელგიურ „ანდერლეხტთან“ და შოტლანდიურ „გლაზგო სიტისთან“ ერთად იასპარეზებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ედინბურგი მასპინძლობს.
პირველი ტურის შეხვედრაში ქუთაისის „მართვეს“ მეტოქე „გორნიკი“ იქნება. ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაატა დოგრაშვილმა შოტლანდიაში 17 მოთამაშე წაიყვანა.
ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობა:
მეკარეები: ნათია სინატაშვილი, კატერინა დიხტიარი
მცველები: ნათია შალიკიანი, პოლინა პოლუხინა
ნახევარმცველები: მარიამ ხარგელია, მადონა შალამბერიძე, ანა ჯანელიძე, მარიამ შონია, თეონა სტურუა, სალომე გასვიანი, ეკატერინე ჩირგაძე
თავდამსხმელები: ქეთევან ცაავა, ციცინო ხვედელიძე, თამთა შენგელია, ლანა გორგაძე, ანა სინატაშვილი, ალინა სკიდანი
საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.