"სან ხოსეს" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 23-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამერიკულ კარიერაში პირველად დასახელდა. გასულ უიქ-ენდზე ქართველმა ფეხბურთელმა ლიდერ "დალასთან" ჩინებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (3:1).
აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკო გურამ კაშიასთან ერთად ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.