ლონდონის “არსენალის” აქციების 67%-ის მფლობელ სტენ კრონკეს დარჩენილი წილის გამოსყიდვა სურს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Independent-ი ავრცელებს.
“მეთოფეების” 33%-ს რუსი მილიარდელი ალიშერ უსმანოვი ფლობს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში შედის რომან აბრამოვიჩთან ერთად და მას საკუთარი წილის გაყიდვა არ სურს.
კრონკემ უსმანოვს 33%-იანი წილის სანაცვლოდ 1,8 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონს კლუბიდან მიღებული მოგება შემდეგნაირად გადანაწილდა: კრონკე – 1 მილიარდი, უსმანოვი – 300 მილიონი გირვანქა სტერლინგი.