ფეხბურთი

12:05 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და "ატლეტიკო" კალინიჩის თაობაზე შეთანხმდნენ

იტალიური “მილანი” და მადრიდის “ატლეტიკო” ნიკოლა კალინიჩის თაობაზე შეთანხმდნენ. ჯანლუკა დი მარციოს განცხადებით, ესპანური კლუბი ხორვატი ფეხბურთეელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

მილანური კარიერა კალინიჩისათვის წარუმატებელი გამოდგა და 30 წლის შემტევი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იყო.

აქვე გეტყვით, რომ “როსონერიმ” კალინიჩი გასულ სეზონს “ფიორენტინადან” 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ხორვატმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

0.109895