ფეხბურთი

20:44 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი და ჰაინკესი გერმანიაში საუკეთესოებად აღიარეს

ტონი კროოსი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას Kicker-ი ავრცელებს. გამოკითხვაში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ და ხმების უმრავლესობა, კერძოდ, 185 ხმა “რეალის” ნახევარმცველმა მიიღო.

მეორე ადგილზე ნილს პეტერსენი (“ფრაიბურგი”, 39 ხმა), ხოლო მესამეზე ნალდო (“შალკე” 38 ხმა) გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ კროოსი მეორე ადგილს დასჯერდა, რადგან მაშინ ფილიპ ლამმა გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კი იუპ ჰაინკესმა მოიპოვა. 73 წლის სპეციალისტს 91 ხმა ერგო და მცირედით გაუსწრო “შალკეს” დამრიგებელ დომენიკო ტედესკოს – 89 ხმა.

მესამე პოზიციაზე გავიდა “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი ნიკო კოვაჩი 77 ხმით. ხორვატმა გასულ სეზონში ფრანკფურტის “აინტრახტს” გერმანიის თასი მოაგებინა.

აქვე გეტყვით, რომ შარშან გერმანიის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული იულიან ნაგელსმანმა მოიპოვა.

0.120392