ჩოგბურთი

14:20 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინუს უილიამსი მისთვის მეხუთე ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე მედლის მოპოვებას შეეცდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ვინუს უილიამსი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ფიქრობს. 38 წლის ამერიკელის ოლიმპიური გამოცდილება 4 თამაშებისგან შედგება. მათ შორისაა სიდნეი-2000, სადაც ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ოქროს მედლები მოიპოვა. წყვილებში იზეიმა ჩემპიონობა პეკინსა (2008) და ლონდონში (2012), რიო დე ჟანეიროში (2016) კი შერეულ წყვილებში გახდა ვერცხლის მედალოსანი. ვინუსი წყვილებში მიღწეულ წარმატებებს უმცროს დასთან სერენასთან იყოფს, შერეულში კი - რაჯივ რამთან.

„ჩემი ამოცანაა კიდევ ერთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ოლიმპიადებზე არაერთი შესაძლებლობა მქონდა, ეს უდიდესი გამოცდილებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ტოკიოში მოვხვდები. მართალია, იმ დროისთვის 40 წლისა ვიქნები, მაგრამ ჩემი შემხედვარე, ამას ვერ იტყვით," - ამბობს ვინუსი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123056